პრემიერ ლიგაში უგოლო ფრეების რაოდენობით ვენგერი მეორე ადგილზეა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პრემიერ ლიგაში უგოლო ფრეების რაოდენობით ვენგერი მეორე ადგილზეა


პრემიერ ლიგაში უგოლო ფრეების რაოდენობით ვენგერი მეორე ადგილზეა
მოგეხსენებათ, "არსენალმა" ინგლისის ჩემპიონატის მე-17 ტურში "ვესტ ჰემთან" (0:0) გამართულ შეხვედრაში ფრედ ითამაშა.

"მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელისთვის, არსენ ვენგერისთვის ეს უგოლო ფრე პრემიერ ლიგაში რიგით 62-ე აღმოჩნდა.

ამ მაჩვენებლით ფრანგი მეორე ადგილს იკავებს და მხოლოდ "ტოტენჰემის" ექს-თავკაცს, ჰარი რედნაპს ჩამორჩება. ამ უკანასკნელის ანგარიშზე 64 უგოლო ფრეა.

"არსენალი" 17 ტურის შემდეგ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს, "მეთოფეთა" აქტივში 30 ქულაა და ლიდერ "მანჩესტერ სიტის" ისინი 19 ქულით ჩამორჩებიან.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები