მილანის სპორტული დირექტორი: "დონარუმას წასვლა არ უნდა!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მილანის სპორტული დირექტორი: "დონარუმას წასვლა არ უნდა!"


მილანის სპორტული დირექტორი:

"მილანის" სპორტული დირექტორი, მასიმილიანო მირაბელი, ჯანლუიჯი დონარუმას სატრანსფერო საგას გამოეხმაურა.

"ჩვენი პოზიცია ნათელია - არავის გაყიდვა არ გვჭირდება. თუ მოთამაშეს გუნდიდან წასვლა ნამდვილად სურს, მაშინ პირველ რიგში, ამის შესახებ ჩვენ უნდა შეგვატყობინოს, ვინაიდან ძალით არავის ვიჭერთ.

ჯიჯი - განსაკუთრებული, გამორჩეული ბიჭია, რომელსაც ზუსტად რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრე და მას არ უთქვამს, რომ წასვლა უნდა. შესაძლოა, არსებობდეს ვიღაც, რომლის მიზანიც ეს იყოს.

მესმის, რომ ფანები იმედგაცრუებულნი არიან, მაგრამ საკუთარი გუნდის მოთამაშეებს შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენონ. ეს ჯიჯის დანაშაული არ არის. ჩვენ ის უნდა დავიცვათ და მხარი დავუჭიროთ, ვინაიდან კლუბის მომავალია. კარგად ვიცით საიდან აგორდა ეს ამბები.

დონარუმას მილანი და ეს კლუბი უყვარს, ამიტომ მჯერა, ერთ მშვენიერ დღეს, მიხვდება ვინ არის კარგი და ვინ ცუდი. ერთი ადამიანი უბრალოდ შოუმენს ემსგავსება", - განაცხადა მირაბელიმ, რომელმაც ფარულად, დიდი ალბათობით, დონარუმას აგენტ მინო რაიოლაზე ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ იტალიურ პრესაში დაიწერა, რომ 18 წლის იტალიელი მეკარის სკანდალურმა აგენტმა მილანურ გრანდს ზაფხულში გაფორმებული კონტრაქტის გაუქმება მოთხოვა, ვინაიდან მისი არგუმენტით, დონარუმამ მაშინ გადაწყვეტილება ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად მიიღო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები