დონარუმა წინა მატჩში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

დონარუმა წინა მატჩში მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა


იტალიის თასზე გამართული შეხვედრის წინ, "მილანის" გულშემატკივრებმა დონარუმას მისამართით კრიტიკული ბანერი გაშალეს.

ამაზე კომენტარი ახალგაზრდა მეკარემ გააკეთა. მოგეხსენებათ, დონარუმამ ბანერის დანახვის შემდეგ, გასახდელში ცრემლები ვერ შეიკავა.

"ძალიან ცუდი საღამო იყო, მსგავსს ვერასდროს ვინატრებდი. ფაქტია, როდესაც კონტრაქტი გავაფორმე, მსგავსი რამ არ მითქვამს.

შევეცდები, ყველაფერი დავივიწყო და მომდევნო მატჩებზე ვიფიქრო. გაუმარჯოს მილანს!", - აცხადებს დონარუმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები