რონალდუ: "მსურს, რომ ბარსელონას ფეხბურთელებმა დერეფანი გაგვიკეთონ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ: "მსურს, რომ ბარსელონას ფეხბურთელებმა დერეფანი გაგვიკეთონ"


რონალდუ:

მადრიდის "რეალის" შემტევს კრიშტიანუ რონალდუს სურს, რომ "ბარსელონამ" ელ კლასიკოს წინ დერეფანი გააკეთოს.

"რეალმა" მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო და ტრადიციისამებრ, ესპანეთში მომდევნო მატჩის დროს, მეტოქე გუნდმა დერეფანი უნდა გააკეთოს.

მომდევნო მატჩი კი ელ კლასიკოა, რომელიც 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

"მსურს, რომ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ჩვენ დერეფანი გაგვიკეთონ. ეს კარგი იქნებოდა", - განაცხადა რონალდუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები