ობამეიანგი რეალში შესაძლო გადასვლაზე: "ამაზე აღარ ვფიქრობ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ობამეიანგი რეალში შესაძლო გადასვლაზე: "ამაზე აღარ ვფიქრობ"


ობამეიანგი რეალში შესაძლო გადასვლაზე:
დორტმუნდის "ბორუსიას" თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "ატლეტიკოში" შესაძლო გადაბარგება არ გამორიცხა.

მოგეხსენებათ, აქამდე, მის სახელს სხვა მადრიდულ კლუბს, "რეალს" უკავშირებდნენ.

"ფანჯარა იანვარში იხსნება, მათ შორის ჩემთვისაც", - ციტირებს ობამეიანგის სიტყვებს Ouest-France.

"რეალი"? აღარანაირი სურვილი აღარ მაქვს. ამაზე აღარ ვფიქრობ".

"ატლეტიკო"? ყველამ იცის, რომ ეს კლუბი ფეხბურთელებს ეძებს. ვფიქრობ, გრიზმანი შეიძლება წავიდეს, შემდეგ ბევრი რამ მოხდება", - დასძინა გაბონელმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები