"მადრიდელო მტირალებო, შეეგებეთ ჩემპიონებს!" - ფიგუს "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდი » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მადრიდელო მტირალებო, შეეგებეთ ჩემპიონებს!" - ფიგუს "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდი



1994 წლის უეფას თასის პლეი-ოფის სტადიაზე "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩამოვიდა ლისაბონის "სპორტინგი". ის თამაში "რეალმა" მოიგო ანგარიშით 2:1, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი არა მადრიდელთა გამარჯვება გამოდგა, არამედ ის თუ რას უშვებოდა "ლომების" 21 წლის შემტევი ნახევარმცველი "ბლანკოსის" დაცვას. "რეალის" იმ დროინდელ კაპიტანს მანუელ სანჩისს დღემდე ახსოვს აღნიშნული მატჩი:

"ფიგუ იმ დროს იყო ახალგაზრდა და ნაკლებად ცნობილი, მაგრამ მან ნამდვილი კოშმარი მოგვიწყო, რის შემდეგაც ყველა კითხულობდა თუ ვინ იყო ის. მე მასში დავინახე უდიდესი ტალანტი და პოტენციალი,"

"მადრიდელო მტირალებო, შეეგებეთ ჩემპიონებს!" - ფიგუს "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდი

სინამდვილეში, იმ მომენტისთვის ნიჭიერ პორტუგალიელს უკვე ჰქონდა განთქმული სახელი. 1991 წელს ის 20-წლამდე ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა, 1994-ში კი 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო. ფიგუს შესახებ საუბრობდნენ ტოპ-კლუბების სკაუტები, "სპორტინგს" კი თავისი აღზრდილის სარფიანად გასხვისება სურდა.

ლისაბონურმა გუნდმა ფიგუს ტრანსფერი "იუვენტუსთან" შეათანხმა ისე, რომ ამის შესახებ ლუიშმა არაფერი იცოდა. ყველაფერი რომ გაირკვა პორტუგალიელი ძალიან გაბრაზდა:

"გაღიზიანებული და გაოგნებული ვიყავი, რადგან "იუვენტუსში" ტრანსფერის შესახებ არაფერი ვიცოდი. მე თვითონ "პარმასთან" შევათანხმე პირადი 2-წლიანი კონტრაქტის დეტალები, ამიტომ წარმოიქმნა გაურკვევლობა. ლუჩანო მოჯიმ დაბლოკა ჩემი იტალიაში გადაბარგება, მაგრამ მოგვიანებით მე გამომიჩნდა უკეთესი ვარიანტი "ბარსელონას" სახით, ასე რომ საერთო ჯამში ყველაფერი კარგად წარიმართა,"

"მადრიდელო მტირალებო, შეეგებეთ ჩემპიონებს!" - ფიგუს "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდი

"ბლაუგრანამ" ფიგუსთვის ბრძოლაში "მანჩესტერ სიტის" აჯობა. კატალონიაში ნიჭიერი შემტევის ტრანსფერს დიდი პერსპექტივით უყურებდნენ. იოჰან კრუიფი მასში მიქაელ ლაუდრუპის შემცვლელს ხედავდა, დანიელი"კამპ ნოუზე" გატარებული ხუთი სეზონის შემდეგ "რეალში" გადავიდა.

"როდესაც 22 წლის ასაკში "ბარსელონაში" ხარ, არ ფიქრობ იმაზე რომ ვინმე უნდა შეცვალო. უბრალოდ ცდილობ გააკეთო მაქსიმუმი და ადგილი დაიმკვიდრო დიდ გუნდში," - იტყვის მოგვიანებით პორტუგალიელი.

"მადრიდელო მტირალებო, შეეგებეთ ჩემპიონებს!" - ფიგუს "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდი

ფიგუსა და კრუიფის თანამშრომლობამ დიდხანს არ გასტანა, სეზონის ბოლოს ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. თავად ლუიშისთვის წელი საკმაოდ პროდუქტიული გამოდგა, ის მალე გაშინაურდა "ბარსელონაში" და "ელ კლასიკოში" გოლიც კი გაიტანა, თუმცა პორტუგალიელის მთავარი წარმატება იყო არა მოედანზე, არამედ პირად ცხოვრებაში:

ფიგუს ულამაზესი გოლი რეალის კარში ბარსელონას მაისურით


"სკოლაში უცხო ენებს კარგად ვსწავლობდი, თუმცა ესპანეთში გადმოსვლით ხელახლა მომიწია დაუფლება. ეს ყველაფერი კი იმისთვის იყო რომ ჩემი მომავალი ცოლი შემება, ის შვედია," - იუმორით იხსენებს ამ ფაქტს ფიგუ.

"მადრიდელო მტირალებო, შეეგებეთ ჩემპიონებს!" - ფიგუს "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდი

1996 წლის ზაფხულში "ბარსელონაში" მოვიდნენ ბობი რობსონი და ჟოზე მოურინიო, რომლებიც ლუიშს ჯერ კიდევ "სპორტინგიდან" იცნობდნენ. მათ კარგად იცოდნენ ფიგუს პოტენციალის შესახებ, ამიტომ ფიგუს მოედანზე სრული თავისუფლება ჰქონდა. პორტუგალიელი მართლაც რომ ბრწყინავდა რონალდოს, სტოიჩკოვის, ლუის ენრიკესა და გვარდიოლას გვერდიგვერდ. ლუიში მოგვიანებით პეპის შვილების ნათლიაც კი გახდება.

"მადრიდელო მტირალებო, შეეგებეთ ჩემპიონებს!" - ყვიროდა ფიგუ კატალონიის მთავრობის სასახლის აივნიდან. 1998-ში "ბარსელონამ" მოიგო ლა ლიგა და კოპა დელ რეი, ამიტომ "ბლაუგრანას" ფეხბურთელების თავდაჯერებულობას საზღვარი არ ჰქონდა.

"მადრიდელო მტირალებო, შეეგებეთ ჩემპიონებს!" - ფიგუს "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდი

"იმ სეზონში "რეალი" მუდამ წუწუნებდა, რომ ჩვენ მსაჯები გვეხმარებოდნენ. ჩემპიონობის შემდეგ მე ემოციები ვეღარ მოვთოკე და აივნიდან ეს სიტყვები წარმოვთქვი. შეცდომა იყო, რადგან ფეხბურთში ყველა მეტოქეს პატივი უნდა სცე," - გაიმართლებს თავს მოგვიანებით პორტუგალიელი.

ფიგუს ეს სიტყვები მომავალშიც შეახსენეს, იქამდე კი მას დაუკავშირდა ფლორენტინო პერესი, რომელმაც ლუიშს დიდი ფული შესთავაზა. ესპანელმა ბიზნესმენმა იცოდა, რომ "ბარსას" შვიდიანი უკმაყოფილო იყო თავისი იმდროინდელი მდგომარეობით.

"ბარსელონაში სათანადოდ არ მაფასებდნენ, ეს ხელფასითაც ჩანდა. ჩემი გასამრჯელო არ შეესაბამებოდა იმ დიდ შრომას, რასაც მე გუნდისთვის ვაკეთებდი,"

"მადრიდელო მტირალებო, შეეგებეთ ჩემპიონებს!" - ფიგუს "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდი

ნეიმარის "პსჟ"-ში ტრანსფერის გარშემო ატეხილი აურზაური საბავშო ბაღია იმის ფონზე თუ რა ხდებოდა 2000 წლის ზაფხულში, როდესაც ფიგუ "რეალში" გადავიდა. ლუიში "ბარსას" ისტორიაში პირველი უცხოელი კაპიტანი იყო, რომელიც ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი კანდიდატიც ხდებოდა. ცხადია, რომ კატალონიაში ის ძალიან უყვარდათ, მან კი მოსისხლე მტრის ბანაკს მიაშურა, რომელსაც ცოტა ხნის წინ "მტირალების გუნდს" ეძახდა.

"ფიგუ მოღალატეა! არ მინდა მასთან მქონდეს რაიმე საერთო," - აცხადებდა "ბარსას" ყოფილი პრეზიდენტი ჟოან გასპარი. ფლორენტინო პერესი კი 17 წლის შემდეგაც ხალისით იხსენებს ამ ტრანსფერის დეტალებს:

"ჩემი ყველაზე რთული და სკანდალური გარიგება იყო, სახუმარო თემა არ არის "ბარსელონას" კაპიტანის გადმობირება. თანაც იმ დროს მსგავს ფულს არავინ იხდიდა ფეხბურთელში," პორტუგალიელის ტრანსფერი პერესს 60,1 მილიონი დაუჯდა.

"მადრიდელო მტირალებო, შეეგებეთ ჩემპიონებს!" - ფიგუს "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდი

ფიგუ, ამჯერად უკვე "რეალის" მაისურით სამი თვის შემდეგ დაბრუნდა "კამპ ნოუზე". ლუიშმა სრულად შეიგრძნო გულშემატკივართა რისხვა. მისი მისამართით ისროდნენ სხვადასხვა ნივთებს, ბოთლებს, ცივ იარაღს, ველოსიპედის ჯაჭვებს.

"მე მესმოდა თუ როგორ ყვიროდნენ ფიგუ, მოკვდი! ჩემს წინააღმდეგ ერთბაშად 100 000 ადამიანი იყო. ალბათ მსგავსი რამ არცერთ ფეხბურთელს არ გამოუცდია,"

ეს ყველაფერი რეგულარულად მეორდება, როდესაც პორტუგალიელს "ბარსას" წინააღმდეგ უწევდა თამაში. 2002 წელს ფიგუს ღორის თავიც კი ესროლეს. ლუიშმა რეალურად იცის თუ რას ნიშნავს ზეწოლის ქვეშ ყოფნა.

"მადრიდელო მტირალებო, შეეგებეთ ჩემპიონებს!" - ფიგუს "ბარსელონაში" ყოფნის პერიოდი

ფიგუმ ამ ყველაფერს გაუძლო და "რეალში" თავისი უმაღლესი კლასი კიდევ ერთხელ დაამკტიცა, ისე რომ ოქროს ბურთიც მოიგო. "ბარსელონა" კი რამდენიმე წლის განმავლობაში სრულ ქაოსში იმყოფებოდა. 2002-2003 წლის სეზონის ბოლოს "ბლაუგრანამ" ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც ვერ მოახერხა, რაც 21-ე საუკუნეში პირველად მოხდა. კატალონიური კლუბის ქომაგებს ის დღემდე სძულთ, ფიგუმ თავისი რესტორანიც კი დახურა ბარსელონაში, რომელიც მან თავის დროზე მეუღლესთან ერთად გახსნა. ყველაფრის მიუხედავად, პორტუგალიელი არაფერს ნანონს:

"ეს გადაწყვეტილება ძალიან რთულად მივიღე, მაგრამ არაფერს ვნანობ, რადგან "რეალში" გადასვლამ მე ბევრი რამ შემძინა,"

ფიგუსთვის მოწყობილი ჯოჯოხეთი კამპ ნოუზე

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები