მოთამაშეები, რომელთაც 2017 წელს ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოთამაშეები, რომელთაც 2017 წელს ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს


მოთამაშეები, რომელთაც 2017 წელს ყველაზე მეტი მატჩი ჩაატარეს
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, მარკუს რეშფორდი, 2017 წელს ყველაზე გამოყენებადი მოთამაშე იყო.

2017 წლის განმავლობაში 20 წლის უნიჭიერესი ინგლისელი შემტევი მოედანზე 61-ჯერ გავიდა, რაც ევროპის წამყვანი 5 საფეხბურთო ჩემპიონატის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

რეშფორდს მხოლოდ ერთი მატჩით ჩამორჩა 27 წლის ფრანგი ფორვარდი, ვალერი ჟერმენი, რომელიც 2017 წლის პირველ ნახევარში "მონაკოს" ღირსებას იცავდა, ხოლო მეორე ნახევარში - მარსელის "ოლიმპიკის."

2017 წელს ყველაზე "გამოყენებადი" მოთამაშეების სია ასე გამოიყურება

1. მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი") - 61 მატჩი

2. ვალერი ჟერმენი ("მარსელის ოლიმპიკი") - 60 მატჩი

3. პაულო დიბალა ("იუვენტუსი") - 58 მატჩი

3. ბერნარდუ სილვა ("მანჩესტერ სიტი") - 58 მატჩი

5. ლიონელ მესი ("ბარსელონა") - 57 მატჩი

5. საულ ნიგესი ("ატლეტიკო") - 57 მატჩი

5. ივან რაკიტიჩი ("ბარსელონა") - 57 მატჩი

8. ვილიანი ("ჩელსი") - 55

9. ლეონარდო ბონუჩი ("იუვენტუსი" და "მილანი") - 54

9. ფაბინიო ("მონაკო") - 54

9. ჟოაო მოუტინიო ("მონაკო") - 54

9. კაზემირო ("რეალი") - 54

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები