ნაპოლიმ ვერონა 2:0 დაამარცხა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლიმ ვერონა 2:0 დაამარცხა [VIDEO]


ნაპოლიმ ვერონა 2:0 დაამარცხა [VIDEO]

იტალიის ეროვნული ჩემპიონატის ზამთრის ჩემპიონმა სეზონის მეორე ნახევარი წარმატებით დაიწყო და საკუთარ მოედანზე აუტსაიდერი "ვერონა" დამაჯერებლად დაამარცხა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, სამაგიეროდ მეორე ნახევარში ნეაპოლურმა კლუბმა საწადელს მიაღწია. ანგარიში "ცისფრების" ცენტრალურმა მცველმა, კალიდუ კულიბალიმ, გახსნა, ხოლო მეორე ბურთი დაახლოებით 10 წუთში ხოსე კალეხონმა გაიტანა.

მაურიციო სარის გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:0 იმარჯვა და 51 ქულა დააგროვა.

ნაპოლი 2:0 ვერონა

გოლები: 1:0 - კულიბალი (66'), 2:0 - კალეხონი (78').

შემადგენლობები

ნაპოლი: რეინა; ჰუსაი, ალბიოლი (მაქსიმოვიჩი 85'), კულიბალი, რუი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (ზელინსკი 77'); კალეხონი, მერტენსი, ინსინიე (როგი 86').

ვერონა: ნიკოლასი; ფერარი, ორტა, კარაჩოლო, კასერესი; ვერდე (ფელიჩიოლი 82'), რომულო, ბუხელი, ფარესი; ბეზა (კალვანიო 77'); კინი (პაცინი 58').

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები