ბონუჩიმ მილანში პირველი გოლი გაიტანა და გუნდს მოაგებინა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბონუჩიმ მილანში პირველი გოლი გაიტანა და გუნდს მოაგებინა [VIDEO]


ბონუჩიმ მილანში პირველი გოლი გაიტანა და გუნდს მოაგებინა [VIDEO]
"მილანმა" იტალიის ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე საშინაო გამარჯვებით დაიწყო და საკუთარ მოედანზე "კროტონე" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

ერთადერთი გოლი შეხვედრის 54-ე წუთზე "როსონერის" კაპიტანმა და დაცვის ლიდერმა, ლეონარდო ბონუჩიმ, გაიტანა. ლეომ "მილანში" საკუთარი ანგარიში გახსნა და გუნდს საჭირო სამი ქულა მოუტანა.

მილანი 1:0 კროტონე

გოლი: 1:0 - ბონუჩი (54')

შემადგენლობები

მილანი: დონარუმა; კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, რ.როდრიგესი; კესიე (ლოკატელი 83'), ბიგლია, ბონავენტურა; სუსო, კუტრონე (კალინიჩი 76'), ჩალჰანოღლუ.

კროტონე: კორდაცი; სამპრიზი, აიეტი, ჩეჩერინი, მარტელა; როდენი (კროკიატა 63'), ბარბერისი (კრაგლი 85'), მანდრაგორა; ტროტა, ბუდიმირი (სინი 76'), სტოიანი.

მიმოხილვა


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები