პსჟ-ს პრეზიდენტი ნეიმარს კოუტინიოს შეძენას ჰპირდებოდა? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ-ს პრეზიდენტი ნეიმარს კოუტინიოს შეძენას ჰპირდებოდა?


პსჟ-ს პრეზიდენტი ნეიმარს კოუტინიოს შეძენას ჰპირდებოდა?

ნახევარმცველ ფილიპე კოუტინიოს შეძენას "პარი სენ ჟერმენი" ცდილობდა.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა Sport.es იტყობინება, პარიზული კლუბი ბრაზილიელს გუნდში მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელობას სთავაზობდა, მაგრამ მან ამ წინადადებაზე უარი თქვა.

არსებული ინფორმაციით, "პსჟ"-ს პრეზიდენტი, ნასერ ალ ხელაიფი პირადად დაჰპირდა ნეიმარს, რომ კოუტინიოს შეიძენდა.

შეგახსენებთ, კოუტინიო "ლივერპულიდან" "ბარსელონაში" გადავიდა, რომელიც მის სანაცვლოდ ინგლისურ კლუბს დაახლოებით 160 მილიონ ევროს გადაუხდის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები