ნაპოლი ახალგაზრდა ფრანგ ნახევარმცველს იმატებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლი ახალგაზრდა ფრანგ ნახევარმცველს იმატებს


ნაპოლი ახალგაზრდა ფრანგ ნახევარმცველს იმატებს

"ტულუზას" ყოფილი შემტევი ნახევარმცველი, ზინედინ მაშახი, კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, 22 წლის ნიჭიერი ფრანგი ნეაპოლურ კლუბში სამედიცინო შემოწმებას 11 იანვარს გაივლის და შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს.

თუმცა მოსალოდნელია, რომ მაშახი მიმდინარე სეზონის მეორე ნაწილს არა "ნაპოლიში", არამედ სხვა იტალიურ კლუბში იჯარით ჩაატარებს, რათა სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

ზინედინ მაშახი "ტულუზას" ღირსებას 2015 წლიდან იცავს და მას შემდეგ ფრანგული კლუბის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონი მან მარსელის "ოლიმპიკში" დაიწყო, მაგრამ ოქტომბერში, სრულიად მოულოდნელად, თავისუფალი აგენტი გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები