რომას იტალიელი ტალანტით სამი ინგლისური კლუბი დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რომას იტალიელი ტალანტით სამი ინგლისური კლუბი დაინტერესდა


რომას იტალიელი ტალანტით სამი ინგლისური კლუბი დაინტერესდა

"რომას" ცენტრალური ნახევარმცველი, ნიჭიერი ლორენცო პელეგრინი, სამი ინგლისური ტოპ-კლუბის სამიზნე გახდა.

"Daily Mail" იტყობინება, რომ 21 წლის იტალელი მოთამაშით "მანჩესტერ იუნაიტედი", "მანჩესტერ სიტი" და ლონდონის "ჩელსი" არიან დაინტერესებული.

პელეგრინი რომაულმა კლუბმა 2017 წლის ზაფხულში "სასუოლოდან" შეიძინა და მისი გამოსასყიდი თანხა ახლა მხოლოდ 24 მილიონ ევროს შეადგენს.

ლორენცო პელეგრინიმ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 21 თამაში ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები