პსჟ-მ კავანი და პასტორე კვლავ განაცხადს მიღმა დატოვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ-მ კავანი და პასტორე კვლავ განაცხადს მიღმა დატოვა


პსჟ-მ კავანი და პასტორე კვლავ განაცხადს მიღმა დატოვა

"პარი სენ ჟერმენის" ნახევარმცველი ხავიერ პასტორე და თავდამსხმელი ედინსონ კავანი კლუბიდან კვლავ მოკვეთილები არიან.

საფრანგეთის ლიგის თასის მეოთხედფინალში პარიზული კლუბი ხვალ სტუმრად "ამიენს" დაუპირისპირდება და დღეს ფრანგების 18 კაციანი განაცხადი გამოქვეყნდა, რომელშიც ეს ორი მოთამაშე არ მოხვდა.

პასტორემ და კავანიმ ზამთრის არდადეგების შემდეგ პარიზში დაბრუნება დააგვიანეს, რაც კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან არ მოეწონა და ორივე მათგანი ჯერჯერობით გუნდიდან მოკვეთით დასაჯა.

არგენტინელმა და ურუგვაელმა მოთამაშეებმა საფრანგეთის თასის შეხვედრა "რენთან" (6:1) უკვე გამოტოვეს და საკუთარ გუნდს ვერც ხვალ დაეხმარებიან.

"პსჟ-ს" განაცხადი "ამიენთან" თამაშისთვის: არეოლა, ტრაპი; დანი ალვეში, მენიე, ნსოკი, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, კიმპემბე, კურჟავა, ბერჩიჩე; ვერატი, რაბიო, ნკუკუ, ლო სელსო, დრაქსლერი; დი მარია, მბაპე, ნეიმარი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები