ემერი: "რეალი ჩვენთან მატჩებს საუკეთესო ფორმაში შეხვდება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემერი: "რეალი ჩვენთან მატჩებს საუკეთესო ფორმაში შეხვდება"


ემერი:

"პარი სენ ჟერმენის" მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი, შიშობს, რომ მადრიდის "რეალი" საუკეთესო ფორმას სწორედ პარიზულ კლუბთან დაპირისპირების წინ აკრეფს.

"სეზონის განმავლობაში რთული პერიოდები ყველა გუნდს აქვს, მათ შორის "რეალს." თუმცა გაიხსენეთ, როდესაც "რეალმა" სუპერთასზე "ბარსელონა" დაამარცხა, ყველა ფიქრობდა, რომ კატალონიელებს მძიმე სეზონი ელოდათ. თუმცა ახლა ისინი ძალიან ძლიერები არიან.

"რეალი" "პსჟ-სთან" მატჩებს აუცილებლად საუკეთესო ფორმაში შეხვდება. მადრიდელების შემადგენლობაში ტრავმის შემდეგ გარეთ ბეილი დაბრუნდა, რომელიც მნიშვნელოვანი ფიგურაა.

"რეალი" მიეჩვია, რომ სეზონის გადამწყვეტი პერიოდისთვის მოუმატოს. ისეთი მთავარი მწვრთნელის ხელში, როგორიც ზინედინ ზიდანია, რომელსაც ზურგს უდიდესი საფეხბურთო გამოცდილება უმაგრებს, მოთამაშეები მშვიდად არიან", - განაცხადა ემერიმ.

პარიზული კლუბი მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე შეხვდება. პირველი მატჩი მადრიდში 14 თებერვალს გაიმართება, ხოლო საპასუხო 6 მარტს პარიზში.
ასევე იხილეთ თემაზე:
რეალიპსჟ უნაი ემერი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები