ნაპოლიმ ზამთრის პირველი ტრანსფერი შეათანხმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლიმ ზამთრის პირველი ტრანსფერი შეათანხმა


ნაპოლიმ ზამთრის პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ამსტერდამის "აიაქსის" უნიჭიერესი ნახევარმცველი, ამინ იუნესი, კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ნეაპოლური კლუბი ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდს უკვე შეუთანხმდა და იუნესს უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაიფორმებს.

24 წლის გერმანელი შემტევი იტალიურ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური ანაზღაურება 1,5 მილიონი ევრო იქნება.

ამინ იუნესმა, რომელიც კონფედერაციათა თასის მოქმედი გამარჯვებულია, მიმდინარე სეზონში სულ 13 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები