პსჟ ნახევარფინალში მარტივად გავიდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პსჟ ნახევარფინალში მარტივად გავიდა [VIDEO]


პსჟ ნახევარფინალში მარტივად გავიდა [VIDEO]

საფრანგეთის თასის 1/4 ფინალში გაიმართა საინტერესო შეხვედრა "ამიენსა" და "პსჟ"-ს შორის.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირველ ნახევარში მასპინძელი გუნდი პარიზელებს ტოლსწორად ეთამაშა, სანამ მეკარეს არ გააძევებდნენ.

მბაპესთან უხეშად თამაშის გამო "ამიენსის" კიპერს წითელი ბარათი უჩვენეს, რის შემდეგაც სრული უპირატესობა "პსჟ"-სკენ გადავიდა.

შეხვედრაში ანგარიში 53-ე წუთზე ნეიმარმა გახსნა. საბოლოო წერტილი კი 78-ე წუთზე რაბიომ დასვა.

საბოლოოდ, იუნაი ემერის გუნდი საფრანგეთის თასის ნახევარფინალში გავიდა და მეტოქის მოლოდინშია.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები