ხედირა: "იუვენტუსმა ჩანი უნდა დაიმატოს" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ხედირა: "იუვენტუსმა ჩანი უნდა დაიმატოს"


ხედირა:

ტურინის "იუვენტუსის" საყრდენი ნახევარმცველი, სემი ხედირა, საკუთარ კლუბს ემრე ჩანის დამატებას ურჩევს.

"ჩანი? ემრეს კარგად ვიცნობ. ის ახალგაზრდაა, მაგრამ ძალიან ნიჭიერი და ძლიერი.

მისი ასაკის გათვალისწინებით, მას კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი და გასაუმჯობესებელი, მაგრამ "იუვენტუსის" ადგილზე მისი დამატების შანსს ხელიდან არ გავუშვებდი. ზაფხულში ჩანი თავისუფალი აგენტი გახდება", - აღნიშნა ხედირამ.

ემრე ჩანის მოქმედი კონტრაქტი "ლივერპულთან" 2018 წლის ზაფხულში იწურება და მოსალოდნელია, რომ ახალი სეზონიდან იგი "იუვეს" ღირსებას დაიცავს.

ხედირა ჩანს გერმანიის ეროვნული ნაკრებიდან იცნობს.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები