ფიოლერი: "მხოლოდ მესი ღირს 100 მილიონზე მეტი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფიოლერი: "მხოლოდ მესი ღირს 100 მილიონზე მეტი"


ფიოლერი:

გერმანული ფეხბურთის ლეგენდამ და ამჟამად ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტულმა დირექტორმა, რუდი ფიოლერმა, სატრანსფერო ბაზარზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

"ჩემთვის ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც 100 მილიონზე მეტად ფასობს - ლიონელ მესია.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ასეთი არანორმალური სატრანსფერო ფასები უკვე აღარ მიკვირს", - აღნიშნა ფიოლერმა.

2017 წლის ზაფხულში სატრანსფერო ბაზარზე რეკორდები დამყარდა. "პსჟ-მ" კატალონიის "ბარსელონას" ვარსკვლავი ნეიმარი 222 მილიონ ევროდ შეიძინა, ხოლო კილიან მბაპეს სანაცვლოდ 180 მილიონს გადაიხდის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები