5 ყველაზე გამტანი გუნდი ევროპაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

5 ყველაზე გამტანი გუნდი ევროპაში


5 ყველაზე გამტანი გუნდი ევროპაში

ევროპის საუკეთესო 5 ეროვნულ ჩემპიონატში (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) ყველაზე მეტი გოლი "პარი სენ ჟერმენს" გააქვს.

"Opta-ს" სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საფრანგეთის ლიგა1-ს მიმდინარე სეზონში, პარიზელებს მატჩში საშუალოდ 3.05 გოლი გააქვთ, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. სულ "პსჟ-მ" 19 მატჩში 58 ბურთი გაიტანა.

მეორე ადგილს ინგლისის პრემიერ ლიგის ლიდერი "მანჩესტერ სიტი" იკავებს", რომელმაც 22 თამაშში 64 ბურთი გაიტანა და საშუალო მაჩვენებელი ტურში 2.91 გოლს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ხუთეულში ორი იტალიური კლუბია - ტურინის "იუვენტუსი" (49 გოლი და 2.45 მატჩში საშუალოდ) და რომის "ლაციო" (48 გოლი და 2.53 მატჩში საშუალოდ).

მესამე ადგილს კი კატალონიის "ბარსელონა" იკავებს - 18 ტურში 48 გატანილი ბურთი და თამაშში საშუალოდ 2.67 გოლი.

5 ყველაზე გამტანი გუნდი ევროპაში

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები