იუვენტუსმა პრატის ტრანსფერი შეათანხმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

იუვენტუსმა პრატის ტრანსფერი შეათანხმა


იუვენტუსმა პრატის ტრანსფერი შეათანხმა

"სამპდორიას" საყრდენი ნახევარმცველი, დენის პრატი, კარიერას ტურინის "იუვენტუსში" გააგრძელებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობა გენუურ კლუბს მოელაპარაკა და მხარეები ზაფხულში პრატის ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

დენისისთვის ბრძოლაში "იუვენტუსმა" მილანის "ინტერს" აჯობა და მის სანაცვლოდ სეზონის ბოლოს 25 მილიონ ევროს გადაიხდის.

23 წლის ბელგიელმა სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები