გურამ კაშიას პირველი მატჩი 2018 წელს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

გურამ კაშიას პირველი მატჩი 2018 წელს


გურამ კაშიას პირველი მატჩი 2018 წელს

გუშინ გაიმართა ძალიან საინტერესო ამხანაგური შეხვედრა არნემის "ვიტესსა" და შოტლანდიურ "ჰართსს" შორის.

შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე გაიხსნა. "ვიტესის" მხრიდან თავი ლინსენმა გამოიჩინა.

ყველაფერი იქითკენ მიდიოდა, რომ "ვიტესს" 2018 წლის პირველივე შეხვედრა უნდა მოეგო, თუმცა ბოლო წუთებზე "ჰართსმა" ძალები მოიკრიბა და ანგარიში გაათანაბრა. მატჩი 1:1 დასრულდა.

მოედანზე 90 წუთი დაჰყო "ვიტესის" ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ. მან და მისმა გუნდმა მიმდინარე წელს პირველი მატჩი ჩაატარეს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ჩემპიონატი 19 იანვარს განახლდება. ერედივიზიონში "ვიტესი" მე-8 ადგილზეა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები