ობამეიანგი: "მე-100 გოლს რომ გავიტან, სიურპრიზს გიმზადებთ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ობამეიანგი: "მე-100 გოლს რომ გავიტან, სიურპრიზს გიმზადებთ"


ობამეიანგი:

"დორტმუნდის" გაბონელმა გოლეადორმა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა "ვოლფსბურგთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

"ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ვბრუნდებით და იმედი მაქვს, ახალ წელს საშინაო გამარჯვებით დავიწყებთ.

თუ ვოლფსბურგთან შეხვედრაში ჩემს მე-100 გოლს გავიტანთ, სიურპრიზს გიმზადებთ, ამას მოგვიანებით გაიგებთ", - აცხადებს ობამეიანგი.

შეგახსენებთ, რომ მის ანგარიშზე ამჟამად ბუნდესლიგაში 98 გატანილი გოლია. ამ მაჩვენებლით ის აფრიკელ ფეხბურთელებს შორის გერმანიაში საუკეთესოა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები