კასანო: "მზად ვარ დავბრუნდე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კასანო: "მზად ვარ დავბრუნდე"


კასანო:

სკანდალური იტალიელი თავდამსხმელი, ანტონიო კასანო, ფეხბურთში დაბრუნებას არ გამორიცხავს.

"მე მოქმედი ფეხბურთელი ვარ და არა ყოფილი, ამიტომ მზად ვარ დავბრუნდე თუ ვიპოვი შესაფერის პროექტს, რომელიც დამაინტერესებს.

მთელი კარიერის განმავლობაში სერიოზული ტრავმა არასოდეს მიმიღია, ამიტომ ვფიქრობ, რომ ფეხბურთს კიდევ შემიძლია გამოვადგე.

ახლა მზად ვარ, რომ "სამპდორიას" მაისურით 85 კილოგრამზე მეტი წონითაც ვითამაშო", - განაცხადა 35 წლის კასანომ.

ანტონიო კასანო უკლუბოდ 2017 წლის ზაფხულში დარჩა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ანტონიო კასანო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები