ფაჩულიას გუნდმა მძიმე ბრძოლაში იმარჯვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფაჩულიას გუნდმა მძიმე ბრძოლაში იმარჯვა


ფაჩულიას გუნდმა მძიმე ბრძოლაში იმარჯვა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ძალიან სანახაობრივი და დრამატული შეხვედრა გაიმართა.

პირველი ტაიმი გოლდენ სტეიტმა ტორონტოს ძალიან კომფორტული ანგარიშით მოუგო და ფაქტობრივად ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

თუმცა მესამე მეოთხედში დეროუზანმა და მისმა თანაგუნდელებმა აიწყვიტეს და მოქმედ ჩემპიონებს სოლიდური ჰანდიკაპი დაუქაჩეს.

საბოლოოდ, გოლდენ სტეიტმა მძიმე ბრძოლაში, 127-125 იმარჯვა და ლიდერობა გაიმყარა.

პარკეტზე მხოლოდ 11 წუთი დაჰყო ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ, რომელიც 6 ქულით, ერთი მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები