კლოპმა სიტყვა შეასრულა: მანჩესტერ სიტი ამ სეზონში პირველად დამარცხდა! [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

კლოპმა სიტყვა შეასრულა: მანჩესტერ სიტი ამ სეზონში პირველად დამარცხდა! [VIDEO]


კლოპმა სიტყვა შეასრულა: მანჩესტერ სიტი ამ სეზონში პირველად დამარცხდა! [VIDEO]

ინგლისის პრემიერ ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა "ლივერპულსა" და "მანჩესტერ სიტის" შორის შედგა.

მატჩის წინა პრესკონფერენციაზე, მერსესაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ დაუმარცხებელი არავინაა და მისი გუნდი ენფილდზე სიტის საოცარი სერიის შეწყვეტას შეეცდებოდა. გერმანელმა სიტყვა შეასრულა.

შეხვედრაში ანგარიში ოქსლეიდ ჩემბერლენმა გახსნა, რომელმაც ტაიმის მიწურულს კუნ აგუერომ უპასუხა.

მეორე ტაიმში "სიტის" დაცვა მოეშვა. 59-ე და 61-ე წუთებზე ქალაქელთა ჩავარდნით ფირმინომ და მანემ ისარგებლეს და ორი ბურთი გაიტანეს.

68-ე წუთზე "სიტის" კარში მე-4 გოლი სალაჰმა გაიტანა. ბოლო 10 წუთში "სიტიმ" 2-ჯერ გაუტანა "ლივერპულს", მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.

4:3 - "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა.

სატურნირო ცხრილი
კლოპმა სიტყვა შეასრულა: მანჩესტერ სიტი ამ სეზონში პირველად დამარცხდა! [VIDEO]

ვიდეო მიმოხილვა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები