"თუ საჭირო იქნებოდა 100 მილიონსაც გადავიხდიდი" - ზიდანის ტრანსფერის უცნობი ისტორია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"თუ საჭირო იქნებოდა 100 მილიონსაც გადავიხდიდი" - ზიდანის ტრანსფერის უცნობი ისტორია



"რატომ მიდის ზიდანი? პირველ რიგში მას თავად სურს წასვლა. მეორე - ფლორენტინო პერესმა მიზნად დაისახა ფრანგის ყიდვა. "რეალის" პრეზიდენტი მუდამ ცდილობს თავისი გავლენის ქვეშ სხვების მოქცევას. ესე ცუდად პერესი ფიგუს ტრანსფერის დროსაც კი არ იქცეოდა," - ლუჩანო მოჯი.

ფლორენტინოს ბინძური ჩანაფიქრი, რომელზეც მოჯი საუბრობს, ზიდანის გაფორმებამდე 11 თვით ადრე დაიწყო. 2000 წლის უეფას სუპერთასის მატჩამდე გამართულ ვახშამზე პერესი პირველად შეხვდა ზინედინს. ესპანელ ბიზნესმენს უკვე აფეთქეული ჰქონდა სატრანსფერო ბაზარი ფიგუს ტრანსფერით, ფლოს მეორე ხმაურიანი შენაძენი კი "იუვენტუსის" ფლეიმეიქერი უნდა ყოფილიყო.

"თუ საჭირო იქნებოდა 100 მილიონსაც გადავიხდიდი" - ზიდანის ტრანსფერის უცნობი ისტორია

აღნიშნულ ვახშამზე პერესისა და ზიდანის გარდა კიდევ 40 ადამიანი იმყოფებოდა, ამიტომ ესპანელს იმპროვიზირება მოუწია. ფლორენტინომ სალფეტკზე დაწერა: "გინდა "რეალში" თამაში?" შემდეგ კი ეს სალფეტკი ზიზუს გადააწოდა, ფრანგმა მოკლედ და ლაკონურად მიაწერა: "დიახ,"

ტურინში არაერთგვაროვნად ფიქრობდნენ ზიდანის შესახებ. ჯანი ანიელის ფავორიტი ალესანდრო დელ პიერო იყო. "იუვეს" ლეგენდარული პრეზიდენტი საერთოდ ფიქრობდა, რომ ზიზუ არ იყო "ბიანკონერის" დონის. მისი გაფორმების შემდეგ კი ანიელიმ განაცხადა: "ზიდანი იმიტომ ვიყიდეთ, რომ უფრო მეტი "ფიატი" გავყიდოთ ალჟირსა და მარსელში,"

"თუ საჭირო იქნებოდა 100 მილიონსაც გადავიხდიდი" - ზიდანის ტრანსფერის უცნობი ისტორია

ზინედინის მთავარი დამცველი "იუვენტუსში" ლუჩანო მოჯი აღმოჩნდა. იტალიელი თვლიდა, რომ ზიზუ მის კარიერაში საუკეთესო ტრანსფერი იყო. დონ ლუჩანო მუდამ აქებდა ზიდანს, ანიელი კი უბრალოდ ენდობოდა თავის მარჯვენა ხელს. შესაბამისად მოჯის გეგმებში სულ არ შედიოდა ფრანგი ფლეიმეიქერის გასხვისება.

იმ მომენტში საქმეში ჩაერთო ზიზუს აგენტი ალენ მილიაჩო, რომელიც თავის დროზე მუშაობდა ერიკ კანტონასა და ლორან ბლანთან. მილიაჩო პერესსა და მოჯიზე უარესი აფერისტი და მელა იყო, ის მომავალში ორჯერ მოხვდება ციხეში ფინანსური მაქინაციების გამო. ალენმა თავდაპირველად ზინედინის ცოლის ვერონიკას მოთაფლვა დაიწყო. მილიაჩო მას უყვებოდა კომფორტულ და მშვიდ მადრიდულ ცხოვრებაზე, სადაც სახლთან ახლოს იქნებოდა ფრანგული სასწავლებელი შვილებისთვის. ვერონიკა ძალიან მიიზიდა ესპანეთის მზიანმა დედაქალაქმა.

"თუ საჭირო იქნებოდა 100 მილიონსაც გადავიხდიდი" - ზიდანის ტრანსფერის უცნობი ისტორია

მილიაჩო და პერესი ერთად ფიქრობდნენ მოლაპარაკებების გამართვის კონცეფციაზე. ალენი რეგულარულად სტუმრობდა ტურინსა და მადრიდს, იმისთვის, რომ ყველაფრის ეპიცენტრში ყოფილიყო. "იუვენტუსში" მალევე მიხვდნენ თუ რა ჰქონდა ჩაფიქრებული აგენტს, ამიტომ მას გუნდის ბაზაზეც კი აღარ უშვებდნენ.

2001 წლის გაზაფხულზე ზიდანი ჩაფრინდა ლიონის აეროპორტში, სადაც მას უკვე ელოდებოდა პერესი, მილიაჩო და ვალდანო. ოთხეული პაპარაცებისგან მალულად ჩაიკეტა პატარა ოთახში და დისკუსიაც დაიწყო. ზიზუ არ საუბრობდა ფულის შესახებ, მას მხოლოდ "რეალში" თამაში აინტერესებდა.

"თუ საჭირო იქნებოდა 100 მილიონსაც გადავიხდიდი" - ზიდანის ტრანსფერის უცნობი ისტორია

ცნობილი ფაქტია, რომ "იუვენტუსი" არასდროს აკავებდა იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც სხვა გუნდში გადასვლა უნდოდათ. "სინიორას მხოლოდ ისინი სჭირდება, ვისაც თავად სჭირდება სინიორა," ამიტომ ზიდანის სურვილი გადამწყვეტი ფაქტორი იყო. ყველაფერთან ერთად მილიაჩო დაუახლოვდა ლუჩანო მოჯის ადვოკატს პაკო დ'ონოფრიოს. გავლენიანმა იურისტმა იმდენი შეძლო, რომ მისი კლიენტი მოლაპარაკებების გამართვას დათანხმდა. დარჩენილი იყო ფინანსური საკითხების მოგვარება, რაც როგორც ვიცით პერესისთვის წვრილმანი რამ იყო და არის ახლაც.

"გუნდები ყიდულობენ ფეხბურთელებს მხოლოდ მათი ოსტატობის გამო. მოთამაშისგან კომერციული სარგებლის მოპოვების მცდელობა აქამდე ამერიკულ სპორტშიც კი კრახით სრულდებოდა. თუ პერესი ამას შეძლებდა, ეს იქნებოდა ახალი სიტყვა საფეხბურთო ფინანსირებაში," - იძახდა ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორი შონ ჰემილი.

ფლორენტინომ მართლაც მოახერხა მიუღწეველი მწვერვალის დაპყრობა. პერესმა ზიდანის სახელი ბრენდად აქცია, "რეალმა" კი ზიზუს პოპულარობისთვის წამოიწყო მასშტაბური კამპანია. მსოფლიოს 5 კონტინენტზე გაჩნდა 250 სხვადასხვა ლიცენზირებული პროდუქტი, რომელიც ფრანგი ფლეიმეიქერის სახელს უკავშირდებოდა. ამის გარდა გაყიდვაში შემოვიდოდა 500 000 ზიდანის 5-ნომრიანი მაისური, რაც "სამეფო კლუბს" დამატებით 18-20 მილიონ ევროს მოუტანდა.

"თუ საჭირო იქნებოდა 100 მილიონსაც გადავიხდიდი" - ზიდანის ტრანსფერის უცნობი ისტორია

ამიტომ პერესისა და მოჯის გადამწყვეტ შეხვედრაზე უპირატესობა უკვე ესპანელის მხარეს იყო. თავდაპირველად "იუვე" ითხოვდა 120 მილიონს, "რეალი" კი მხოლოდ 60-ზე იყო თანახმა. ტურინელებს აგრეთვე სურდათ გარიგებაში მაკელელეს ჩართვაც, მადრიდელები კი კონსეისაოს სთავაზობდნენ. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ 73,5 მილიონ ევროზე, რაც დღევანდელ დღეს 315 მილიონის ექვივალენტია. ორმა იმპრესარიომ როგორც იქნა გარიგება დადეს, მეორე დღეს ამის შესახებ მთელმა ევროპამ იცოდა.

დამშვიდობების წინ კი ფლორენტინომ და ლუჩანომ ერთმანეთს უთხრეს:

- მოჯი: "ზიზუს 60 მილიონადაც გავუშვებდით,"

- პერესი: "თუ საჭირო იქნებოდა 100 მილიონსაც გადავიხდიდი,"

"თუ საჭირო იქნებოდა 100 მილიონსაც გადავიხდიდი" - ზიდანის ტრანსფერის უცნობი ისტორია

ზიდანი ტურინს დაემშვიდობა, ანიელიმ კი თქვა: "ზინედინი მოგვენატრება, თუმცა ის იყო უფრო ცნობილი ვიდრე სასარგებლო,"

8 ივლისის ღამეს ფრანგი ჩაფრინდა მადრიდში, დილით კი გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი და "რეალის" ახალი "გალაქტიკოსი". ზიზუს გარეშე დარჩენილმა "იუვემ" ის სეზონი ჩააგდო, მართალია ტურინელებმა სერია ა-ს ბოლო ტურში სკუდეტო სენსაციურად გამოგლიჯეს ხელიდან "ინტერს", თუმცა ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე "ბიანკონერი" ბოლო ადგილზე გავიდა. "რეალმა" კი სწორედ ზიდანის ლეგენდარული გოლის წყალობით ფინალში "ლევერკუზენი" დაამარცხა და თასს დაეუფლა.



8 წლის შემდეგ პერესი იტყვის: "ზიზუ მხოლოდ 73 მილიონი ევრო დამიჯდა, ის ჩემს კარიერაში ყველაზე იაფი ტოპ-ტრანსფერი იყო," კიდევ 8 წლის შემდეგ კი "რეალი" ახალ ისტორიას დაწერს და ჩემპიონთა ლიგას მეორედ ზედიზედ მოიგებს. ამ უნიკალურ მიღწევამდე "ბლანკოსს" სწორედ ზიდანი მიიყვანს, გზად კი "იუვენტუსი" იქნება განადგურებული.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები