როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?


როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

კოუტინიო პირველად კატალონიაში 2012 წელს მოხვდა. იმ პერიოდში ბრაზილიელი შემტევი ჯერ კიდევ იმედის მომცემ ახალგაზრდად ითვლებოდა. "ინტერის" თავკაცმა კლაუდიო რანიერიმ ფილიპე სათამაშო პრაქტიკისთვის "ესპანიოლში" გაუშვა იჯარით.

2008 წელს "ნერიაძურიმ" ნიჭიერი მოზარდი 4 მილიონად შეიძინა. როგორც დამწყებ მოთამაშეთა უმეტესობას, კოუტინიოსაც გაუჭირდა "ინტერში" ადაპტირება. მილანურმა კლუბმა კიდევ ერთხელ განამტკიცა თავისი მეტსახელი - "ტალანტების სასაფლაო". მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ რობერტო კარლოსი, რომელსაც "შავ-ლურჯების" იმდროინდელი თავკაცი როი ჰოჯსონი ვინგერად ათამაშებდა და არა მარცხენა მცველად. ამის გამო კარლოსს "ინტერის" დატოვება და "რეალში" გადასვლა მოუწია, სადაც ის გახდა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო. დღეს კოუტინიოც დაახლოებით იგივე მარშრუტით მგზავრობს მწვერვალზე ასასვლელად.

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

ფილიპე 19 წლის იყო, როდესაც ის "ესპანიოლში" გადმოვიდა. სეზონის პირველი ნახევარი უკვე განვლილი იყო, დარჩენილ 16 შეხვედრაში კი კოუტინიომ პირველად გაიბრწყინა ევროპაში. ბრაზილიელმა შემტევმა "თუთიყუშების" რიგებში 5 გოლი გაიტანა, მათ შორის იყო ერთი ეფექტური ჯარიმა რონალდინიოს სტილში. მოგვიანებით კოუტინიო ამ პატარა ჯადოქრობას "ლივერპულშიც" გაიმეორებს არაერთხელ.



სამწუხაროდ ბრაზილიელის გაბრწყინებამ გუნდურ წარმატებაზე ვერ იმოქმედა. "ესპანიოლს" ჰქონდა ძალიან კარგი სეზონის პირველი ნახევარი, კატალონიელები მაღალ პოზიციებს იკავებდნენ ლა ლიგაში, თუმცა ზამთარში დაიწყო ჩავარდნა, რის შედეგადაც "თუთიყუშებმა" მე-14 ადგილზე დაასრულეს ჩემპიონატი. კოუტინიოს ჩატარებული 16 შეხვედრიდან "ესპანიოლმა" მხოლოდ ორ მატჩში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

წარუმატებლობის მიუხედავად, ფილიპემ ბარსელონურ კლუბში იპოვა ის, რაც არ არსებობდა მისთვის "ინტერში", საუბარია მწვრთნელის ნდობაზე. კოუტინიოს ევროპულ კარიერაში პირველი დამრიგებელი, რომელმაც ბრაზილიელის ნიჭი სრულფასოვნად დაინახა იყო მაურისიო პოჩეტინო. "ტოტენჰემის" ამჟამინდელ თავკაცს თავიდანვე ძალიან მოეწონა ფილიპე, არგენტინელი ყოველთვის განსაკუთრებულად ექცეოდა მას.

ეს კი ნიშნავდა იმას რომ, არგენტინელი ორმაგად უფრო მომთხოვნი იყო კოუტინიოს მიმართ. პოჩეტინომ ასწავლა ბრაზილიელს თუ რა იყო მოედანზე სრულად დახარჯვა. ამის გარდა მაურისიოს ხელში დაიხვეწა ფილიპეს სათამაშო სტილიც. ბრაზილიური საფირმო ჟონგლიორობა ზომიერების ფარგლებს აღარ სცდებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კოუტინიო უახლოვდებოდა უფრო რონალდინიოს ვიდრე რობინიოს. აღსანიშნავია, რომ თავის დროზე პოჩეტინო რონის თანაგუნდელი იყო "პსჟ"-ში.

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

ის თუ რა პოზიციაზე იყო კოუტინიო ყველაზე სასარგებლო არ იცოდნენ "ინტერში". "ნერიაძურიში" ფილიპეს უყურებდნენ როგორც ერთბაშად რონალდოსა და ადრიანოს მემკვიდრეს და სნეიდერის შემცვლელს, თუმცა როგორც ასეთი ბრაზილიელი არც კლასიკური 9-იანი იყო და არც 10-იანი. პოჩეტინომ თავისი შეგირდი შეტევის მარცხენა ფლანგზე გაამწესა და კრეატიულობის მხრივ არგენტინელმა მას სრული თავისუფლება მისცა. საინტერესო ფაქტი: კოუტინიოს პარტნიორი "ესპანიოლის" შეტევაში იყო ჩვენი ნაკრების თავკაცის ვლადიმერ ვაისის შვილი ვლადიმერ ვაის უმცროსი.

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

ფილიპეს ძალიან მოსწონდა ბარსელონური ცხოვრება. მზე, მუდამ მოწმენდილი ცა და ცოცხალი ქალაქი. ეს ყველაფერი კოუტინიოს სამშობლოს აგონებდა, რომელიც ბრაზილიელს ძალიან ენატრებოდა. ფილიპე 16 წლის იყო, როდესაც ის ევროპაში გადმობარგდა. კოუტინიოს მუდამ ჰქონდა იმის შეგრძნება, რომ მომავალში ის აუცილებლად მოვიდოდა კვლავ ამ გარემოში.

2012 წლის ზაფხულში კოუტინიო დაბრუნდა "ინტერში", თუმცა ამით არც ფეხბურთელის და არც გუნდის მდგომარეობა არ შეცვლილა. ბრაზილიელს კვლავ უჭირდა ადაპტირება, ყველაფერს ტრავმებიც ემატებოდა, "ნერიაძური" კი იმ ჭაობისკენ მიექანებოდა, საიდანაც ჯერ კიდევ ვერ ამოვიდა. მილანურ კლუბში გატარებული 3 სეზონის განმავლობაში, კოუტინიომ 6 ახალი მწვრთნელი იხილა. ჯამში კი 47 ჩატარებული მატჩი, 5 გატანილი გოლი და 8,5 მილიონ ფუნტად "ლივერპულში" გაყიდვა.

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

რა ხდებოდა "ენფილდზე" ყველამ კარგად ვიცით. კოუტინიო პრემიერ ლიგისა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა. ბრაზილიელი რეგულარულად დგამდა მინი-სპექტაკლებს ყველაზე რთულ ლიგაში. ფილიპეს ტრანსფერამდე არსებობდა სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც სამხრეთ ამერიკელი ტექნიკური ფეხბურთელები ვერ თამაშობდნენ ალბიონზე, მათი სამყარო სერია ა-ში იყო. კოუტინიომ კი ეს მოსაზრება თავდაყირა დააყენა.

როგორ გადაარჩინა კოუტინიოს კარიერა მაურისიო პოჩეტინომ?

ბრაზილიელი 10-იანის პარტნიორი "ლივერპულში" ლუის სუარესი იყო. სამხრეთ ამერიკელების ხელში "წითლებს" ჰყავდათ პრემიერ ლიგის ყველაზე მრისხანე შეტევა, განსაკუთრებით ეს 2013-2014 წლის სეზონში ჩანდა, მერსისაიდულ კლუბს სულ ცოტა დააკლდა ნანატრ ჩემპიონობამდე. 2018 წელს კოუტინიოსა და სუარესის თანამშრომლობა აღდგა, ვნახოთ რას მოუტანს ეს ყველაფერი "ბარსელონას".


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები