ემრე ჩანი: "არცერთ სხვა კლუბთან არ გამიფორმებია კონტრაქტი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ემრე ჩანი: "არცერთ სხვა კლუბთან არ გამიფორმებია კონტრაქტი"


ემრე ჩანი:

"ლივერპულის" ნახევარმცველმა, ემრე ჩანმა განაცხადა, რომ სხვა კლუბთან კონტრაქტი არ გაუფორმებია და მის მომავალზე მოლაპარაკებებს მისი აგენტი აწარმოებს.

აქამდე არსებული ცნობით, "იუვენტუსმა" გერმანელს წელიწადში 5 მილიონ ევროიანი ხელფასი შესთავაზა, რითაც იგი ტურინელთა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.

"სატრანსფერო სიტუაციას ჩემი აგენტი აკვირდება", - ციტირებს ჩანის სიტყვებს The Guardian.

"არავისთან არ გამიფორმებია კონტრაქტი. რა თქმა უნდა, "ლივერპულს" ვესაუბრე, რატომაც არა? მასთან მოქმედი ხელშეკრულება მაკავშირებს და შესანიშნავი კლუბია. ამჟამად ფეხბურთზე ვარ კონცენტრირებული და გუნდისთვის ყველაფერს ვაკეთებ".

ჩანს "ლივერპულთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა ამა წლის ზაფხულში ეწურება. 24 წლის ფეხბურთელი კლუბში 2014 წლიდან თამაშობს, გუნდის რიგებში 156 მატჩი აქვს ჩატარებული, 12 გოლი გატანილი და 10 საგოლე პასი გაკეთებული.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები