ოფიციალურად: რონალდინიომ კარიერა დაასრულა! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ოფიციალურად: რონალდინიომ კარიერა დაასრულა!


ოფიციალურად: რონალდინიომ კარიერა დაასრულა!

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, რონალდინიომ ბუცები ლურსმანზე ოფიციალურად ჩამოკიდა.

ამის შესახებ გაზეთ O Globo-სთან ინტერვიუში მისმა ძმამ, ასისმა განაცხადა. 37 წლის ჰავბეკს თითქმის ორ წელიწად-ნახევარი არ ჰქონდა ოფიციალურ მატჩში მიღებული მონაწილეობა - ბოლოს იგი მინდორზე 2015 წლის 27 სექტემბერს მოგვევლინა, მაგრამ ფეხბურთიდან მისი წასვლის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა.

"რონალდინიომ კარიერა დაასრულა. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა. რუსეთში ჩასატარებელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ რაღაც გრანდიოზულს გავაკეთებთ, ალბათ, აგვისტოში. ბრაზილიაში, ევროპასა და აზიაში რამდენიმე ღონისძიებას ჩავატარებთ. და, რა თქმა უნდა, ბრაზილიის ნაკრების მატჩს გავმართავთ", - ციტირებს რონალდინიოს ძმის სიტყვებს Globo.

რონალდინიოს "გრემიოს", "პსჟ"-ს, "ბარსელონას", "მილანის", "ფლამენგოს", "ატლეტიკო მინეიროს", "კერეტაროსა" და "ფლუმინენსეს" ღირსება დაუცვია. 2016 და 2017 წელს იგი ინდოეთის ჩემპიონატში მინი-ფეხბურთს თამაშობდა.

"ბარსასთან" ერთად ბრაზილიელმა ლეგენდამ ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი ორ-ორჯერ მოიგო, ასევე ჩემპიონთა ლიგას დაეუფლა, "მილანთან" ერთად - იტალიის ჩემპიონატი მოიგო, "კერეტაროსთან" - მექსიკის თასი, ბრაზილიურ კლუბებთან ერთად კი - რამდენიმე ადგილობრივ ტურნირს დაეუფლა, ასევე "ატლეტიკო მინეიროს" რიგებში ლიბერტადორესის თასს.

ბრაზილიის ნაკრებში რონალდინიომ 97 მატჩი ჩაატარა, 33 გოლი შეაგდო და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონიც გახდა. 2005 წელს ფეხბურთელმა "ოქროს ბურთი" დაისაკუთრა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები