ინტერი ზენიტის ფორვარდით დაინტერესდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ინტერი ზენიტის ფორვარდით დაინტერესდა


ინტერი ზენიტის ფორვარდით დაინტერესდა

სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" თავდამსხმელმა, სებასტიან დრიუსიმ, მილანის "ინტერის" ყურადღება მიიქცია.

ცნობილი იტალიური გამოცემა "Tuttosport" იტყობინება, რომ რუსული კლუბის ფორვარდის აგენტი მილანში "ნერაძურის" სპორტულ დირექტორ პიერო აუზილიოს შეხვდა.

"ზენიტის" ხელმძღვანელობა თავისმხრივ "ინტერის" იტალიელი შემტევით, ედერით, არის დაინტერესებული და შესაძლოა კლუბებს შორის ბარტერული გარიგება შედგეს.

21 წლის არგენტინელმა ცხრიანმა რუსეთის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 17 მატჩში 3 გოლი გაიტანა, 4 ასისტი გააკეთა. ედერმა კი სერია ა-ს 15 შეხვედრაში მხოლოდ 1 ბურთი გაიტანა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები