რონალდუ წასვლასთან ახლოსაა - კრიშტიანუს ახალი მსურველი გამოუჩნდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

რონალდუ წასვლასთან ახლოსაა - კრიშტიანუს ახალი მსურველი გამოუჩნდა


რონალდუ წასვლასთან ახლოსაა - კრიშტიანუს ახალი მსურველი გამოუჩნდა

"რეალის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუთი "ტიანცზინ ციუანცზიანი" ინტერესდება.

როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports იტყობინება, 32 წლის პორტუგალიელს ესპანეთის დედაქალაქიდან წასვლა უნდა, რითაც შეიძლება ჩინურმა კლუბმა ისარგებლოს.

ცნობისთვის, "ტიანცზინ ციუანცზიანში" ამჟამად ალეშანდრო პატო და აქსელ ვიტსელი ირიცხებიან. გასულ სეზონში კლუბმა ჩინეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ ლა ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ექვსი დაპირისპირება, გატანილი ცხრა გოლი და გაკეთებული ერთი ასისტია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები