უნდა დარჩეს თუ არა რონალდუ რეალში? - AS-ის გამოკითხვა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

უნდა დარჩეს თუ არა რონალდუ რეალში? - AS-ის გამოკითხვა


უნდა დარჩეს თუ არა რონალდუ რეალში? - AS-ის გამოკითხვა

ესპანურმა გავლენიანმა გამოცემა AS-მა "რეალის" გულშემატკივრებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაეგო, თუ რას ფიქრობენ ისინი თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს გუნდიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით.

მადრიდული კლუბის თაყვანისმცემლებს შემდეგ კითხვაზე უნდა გაეცათ პასუხი: "გსურთ თუ არა კლუბის შემადგენლობაში რონალდუს ხილვა?". გამოკითხულთა 67,5 პროცენტის პასუხი უარყოფითი გახლდათ.

აღინიშნება, რომ გამოკითხვაში მონაწილეობა 125 ათას გულშემატკივარზე მეტმა მიიღო.

მიმდინარე სეზონში რონალდუმ ლა ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, მის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ექვსი დაპირისპირება, გატანილი ცხრა გოლი და გაკეთებული ერთი ასისტია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები