არსენალი მანჩესტერისგან სანჩესის სანაცვლოდ 10 მლნ ფუნტსა და მხითარიანს ითხოვს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

არსენალი მანჩესტერისგან სანჩესის სანაცვლოდ 10 მლნ ფუნტსა და მხითარიანს ითხოვს


არსენალი მანჩესტერისგან სანჩესის სანაცვლოდ 10 მლნ ფუნტსა და მხითარიანს ითხოვს

"არსენალის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ იუნაიტედთან" თავდამსხმელ ალექსის სანჩესის ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს, იტყობინება London Evening Standard.

ლონდონელები მზად არიან ჩილელი გაუშვან, მაგრამ სანაცვლოდ ნახევარმცველ გენრიხ მხითარიანისა და 10 მილიონი ფუნტი სტერლინგის მიღება უნდათ.

შეგახსენებთ, 29 წლის სამხრეთამერიკელს "მეთოფეებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2018 წლის ზაფხულში ეწურება.

მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, რომელშიც "არსენალის" რიგებში ალექსისმა ყველა ტურნირზე ერთად 22 მატჩი ჩაატარა და რვა გოლი შეაგდო, შეიძლება თავისუფალი აგენტი გახდეს.

აქამდე არსებული ინფორმაციით, სანჩესი "წითელ ეშმაკუნებს" პირადი კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა. სავარაუდოდ, ხელშეკრულება 4,5-წლიანი იქნება და თავდამსხმელი ყოველწლიურად ხელფასის სახით 14 მლნ ფუნტს მიიღებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები