ლოპესი: "ინტერში თამაში ჩემი ოცნება იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ლოპესი: "ინტერში თამაში ჩემი ოცნება იყო"


ლოპესი:

მილანის "ინტერის" ახალწვეულმა, ლისანდრო ლოპესმა, განაცხადა, რომ "ნერაძურიში" თამაშზე ბავშვობიდან ოცნებობდა.

"ძალიან ბედნიერი ვიყავი, ვინაიდან იმედი მქონდა, რომ ჩემი ოცნება ახდებოდა.

ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და უკვე ვიცოდი, რომ "ინტერში" გადავდიოდი, ვინაიდან აგენტმა გამაფრთხილა და მითხრა, რომ ყველაფერი კარგად არის.

"ინტერი" მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო და ბავშვობიდან ამ გუნდის მაისურის მორგებაზე ვოცნებობდი", - განაცხადა 28 წლის არგენტინელმა.

იტალიურმა გრანდმა ლისანდრო ლოპესი სეზონის ბოლომდე ლისაბონის "ბენფიკადან" ინათხოვრა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ინტერი ლისანდრო ლოპესი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები