ჯანო ანანიძის სპარტაკი ჰალკის ერთადერთი გოლით დამარცხდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჯანო ანანიძის სპარტაკი ჰალკის ერთადერთი გოლით დამარცხდა [VIDEO]


ჯანო ანანიძის სპარტაკი ჰალკის ერთადერთი გოლით დამარცხდა [VIDEO]

გუშინ გაიმართა ძალიან საინტერესო ამხანაგური შეხვედრა მოსკოვის "სპარტაკსა" და "შანხაის" შორის.

შეხვედრაში ანგარიში მე-11 წუთზე ჩინურმა კლუბმა გახსნა. ჰალკის მიერ შესრულებული პენალტი ზუსტი გამოდგა.

საბოლოოდ, ჰალკის ეს გოლი ერთადერთი იყო ამ შეხვედრაში. "შანხაიმ" მცირე სენსაცია დააფიქსირა და "სპარტაკს" 1:0 მოუგო.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანო ანანიძე გუნდთან ერთადაა, როგორც ჩანს, ქართველი ჯერ სათამაშოდ მზად არ არის. ის ამ მატჩში განაცხადშიც არ ყოფილა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები