ნაპოლიმ შახტარის ორ შემტევს დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნაპოლიმ შახტარის ორ შემტევს დაუმიზნა


ნაპოლიმ შახტარის ორ შემტევს დაუმიზნა

დონეცკის "შახტარის" ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველები, ბერნარდი და ტაისონი, "ნაპოლის" რადარზე მოხვდნენ.

"Gazzetta dello Sport" იტყობინება, რომ უკრაინული კლუბის ორი ლიდერის მიმართ ინტერესს პირადად ნეაპოლელთა თავკაცი მაურიციო სარი იჩენს.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნეაპოლური კლუბი სწორედ "შახტარმა" ჩატოვა, რომელმაც "ცისფრებს" 3 ქულით გაასწრო და ხარკოვში 2:0 დაამარცხა.

ბერნარდმა მიმდინარე სეზონში 24 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 3 ასისტი გააკეთა. ტაისონმა კი 22 შეხვედრაში 2 ბურთი გაიტანა, 4 საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები