მანჩინი: "მინდა, რომ პსჟ ჩავიბარო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩინი: "მინდა, რომ პსჟ ჩავიბარო"


მანჩინი:

გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი, რობერტო მანჩინი, მზად არის "პარი სენ ჟერმენი" დიდი სიამოვნებით ჩაიბაროს.

"პსჟ-სთან" კონტაქტი არასოდეს მქონია. რაც შეეხება ჩემს მომავალს, ჯერ არ ვიცი. პარიზულ კლუბს კარგი მწვრთნელი და ფანტასტიკური მოთამაშეები ჰყავს. ამ გუნდის ჩაბარება ნებისმიერი მწვრთნელის სურვილია, ეს ნორმალურია.

დიახ, მსურს, რომ "პსჟ" ჩავიბარო. რატომაც არა, თუ ეს შესაძლებელი იქნება? მათ კარგი მწვრთნელი ჰყავთ, რომელიც თავის სამუშაოს ასრულებს, მაგრამ ფეხბურთში ერთ დღეს ყველაფრის შეცვლა შეუძლია.

"პსჟ" მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მათ ნეიმარი და მბაპე დაიმატეს. ახლა მათ ჩემპიონთა ლიგის მოგების კარგი შანსები აქვთ", - განაცხადა მანჩინიმ.

პარიზულ კლუბს ამჟამად ესპანელი სპეციალისტი, უნაი ემერი, ხელმძღვანელობს, რომლის მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ რობერტო მანჩინი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები