ბორუსიამ დუვან საპატას დაუმიზნა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ბორუსიამ დუვან საპატას დაუმიზნა


ბორუსიამ დუვან საპატას დაუმიზნა

"სამპდორიას" ცენტრალური თავდამსხმელი, დუვან საპატა, დორტმუნდის "ბორუსიას" ინტერესის ქვეშ მოექცა.

ძალიან დიდი ალბათობით, გერმანული კლუბი იანვრის ბოლომდე პიერ-ემერიკ ობამეიანგს დაკარგავს და "ყვითლები" მისი შემცვლელის ძიებაში არიან.

იტალიური პრესის ინფორმაციით, დორტმუნდელების ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივა ფიზიკურად ძლიერი 26 წლის კოლუმბიელი ფორვარდია, რომელიც გენუურ კლუბში კარგად გამოიყურება.

მიმდინარე სეზონში საპატამ 16 თამაშში 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. მისი კონტრაქტი "სამპდორიასთან" 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები