აბურჯანიამ კვლავ წააგო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

აბურჯანიამ კვლავ წააგო


აბურჯანიამ კვლავ წააგო

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ერთმანეთს "ვალიადოლიდი" და "სევილია ბ" დაუპირისპირდნენ. "ვალიადოლიდმა" მეტოქე 1:0 დაამარცხა.

მატჩის პირველი ტაიმი შედარებით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ, უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმში კი მასპინძელი "ვალიადოლიდი" გააქტიურდა, რის შედეგადაც, 86-ე წუთზე გამარჯვებით გოლიც გაიტანა.

ტრადიციულად, ამ შეხვედრაში შეცვლიდან შემოვიდა "სევილია ბ"-ს ქართველი ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია, რომელმაც 30 წუთი გაატარა მინდორზე.

აბურჯანიამ კვლავ წააგო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები