ნეიმარი ლიონთან მატჩს გამოტოვებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ნეიმარი ლიონთან მატჩს გამოტოვებს


ნეიმარი ლიონთან მატჩს გამოტოვებს

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი, საკუთარ გუნდს ლიონის "ოლიმპიკის" წინააღმდეგ ვერ დაეხმარება.

ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებ-საიტი იტყობინება, რომ 25 წლის ბრაზილიელს მარჯვენა ფეხის კუნთი აწუხებს, ამიტომ უნაი ემერიმ ხვალინდელი მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

ნეიმარი პარიზულ კლუბს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და საფრანგეთში ფანტასტიკურად ათამაშდა: ლიგა 1-ს 15 თამაშში 15 გოლი გაიტანა და 12 ასისტი გააკეთა.

"პსჟ" ლიონის "ოლიმპიკის" ხვალ გვიან ღამით, ჩვენი დროით 00:00 საათზე, დაუპირისპირდება.

"პსჟ-ს" განაცხადი ლიონის "ოლიმპიკთან" თამაშისთვის: არეოლა, ტრაპი; დანი ალვეში, მენიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კიმპემბე, იური ბერჩიჩე, კურჟავა; ლო სელსო, ნკუნკუ, პასტორე, რაბიო, დრაქსლერი; კავანი, მბაპე, დი მარია.
ასევე იხილეთ თემაზე:
პსჟ ნეიმარი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები