მოლაპარაკებები დასრულდა, სანჩესი მანჩესტერის ფეხბურთელია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მოლაპარაკებები დასრულდა, სანჩესი მანჩესტერის ფეხბურთელია


მოლაპარაკებები დასრულდა, სანჩესი მანჩესტერის ფეხბურთელია

ცნობილი ბრიტანული გამოცემები BBC Sports-ი და GOAL.COM-ი წერენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" და "არსენალმა" ალექსის სანჩესის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაასრულეს.

ჩილელ ფორვარდს, "იუნაიტედი" ოფიციალურად დღეს წარადგენს.

ცნობილია, რომ მოურინიოს გუნდმა 29 წლის ჩილელის სანაცვლოდ 35 მილიონი ფუნტი გადაიხადა და დამატებით "არსენალმა" ჰენრიკ მხითარიანიც მიიღო.

Daily Mail-ი წერს, რომ "მანჩესტერი" სანჩესს ხელფასის სახით კვირაში 450 000 ფუნტს გადაუხდის, რაც პრემიერ ლიგის რეკორდია.

ინგლისში აქამდე ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლ პოგბა იყო, რომელსაც "იუნაიტედი" კვირაში 350 000 ფუნტს უხდის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები