ჰამბურგმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ჰამბურგმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა


ჰამბურგმა მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

"ჰამბურგის" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკუს გისდოლი გაათავისუფლა.

გუშინ გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის მე-19 ტურში "დინოზავრებმა" საკუთარ მოედანზე ბოლო ადგილზე მყოფ "კიოლნთან" 0:2 წააგეს და კლუბმა გისდოლს მეტი შანსი აღარ მისცა.

"ჰამბურგმა" ბუნდესლიგაში ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და 15 ქულით ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

48 წლის გერმანელი სპეციალისტი გუნდს სათავეში 2016 წლის სექტემბერში ჩაუდგა და გასული სეზონი "დინოზავრებმა" მე-14 ადგილზე დაასრულეს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ჰამბურგი მარკუს გისდოლი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები