ფაბრეგასი: "იმედია, მალე ჩემი პასითაც გაიტან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

ფაბრეგასი: "იმედია, მალე ჩემი პასითაც გაიტან"


ფაბრეგასი:

გუშინ გამართული შეხვედრა "ბრაიტონსა" და "ჩელსის" შორის სტუმართა გამარჯვებით 0:4 დასრულდა.

მატჩის ბოლო გოლი არისტოკრატთა მარჯვენა ფლანგელმა ვიქტორ მოზესმა გაიტანა. ეს მისთვის პირველი გოლი იყო მიმდინარე სეზონში.

მოზესის პირველ გოლს ესპანელი სესკ ფაბრეგასი სახალისოდ გამოეხმაურა.

"გილოცავ პირველ გოლს ვიქტორ. იმედია, მალე ჩემი პასითაც გაიტან. ეს უფრო დიდებული იქნება", - წერს ფაბრეგასი.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ჩელსი" სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ მანჩესტერულ კლუბებს ჩამორჩება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები