"მორატამ ეს სულელური პრობლემები უნდა აღმოფხვრას", - კონტე ესპანელზე გაბრაზებულია » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

"მორატამ ეს სულელური პრობლემები უნდა აღმოფხვრას", - კონტე ესპანელზე გაბრაზებულია



ინგლისის ასოციაციის თასის მატჩში, 120-ე წუთზე ალვარო მორატა მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა.

მან, პირველი ყვითელი ბარათი სიმულაციისთვის მიიღო, მეორე ყვითალი ბარათი კი მსაჯთან კამათისთვის, ის 1 წუთში 2-ჯერ გააფრთხილეს.

კონტეს ეს ფაქტი არ მოეწონა და ამაზე ღიად, დღეს ისაუბრა:

"ფორვარდისთვის მსგავსი ეპიზოდები ხდება და ამაში უცნაური არაფერია. პრემიერ ლიგაში, მორატასთვის ეს პირველი სეზონია.

მემგონი, ალვარო პირველად გადააწყდა აქ მსგავსი ტიპის პრობლემას, მაგრამ მან აუცილებლად უნდა აღმოფხვრას ეს ყველაფერი რადგან ეს სულელური პრობლემებია.

ფეხბურთელმა გუნდისთვის უნდა იმუშაოს 100%-ით და რწმენა არ უნდა დაკარგოს. მოედანზე მოთამაშეს მწვრთნელი, თანაგუნდელები და ფანები ენდობიან.

მორატას შეუძლია, რომ ამ მაგალითიდ შეისწავლოს და აღმოფხვრას მსგავსი პრობლემები", - განაცხადა კონტემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები