VIDEO: დანი ალვეში მსაჯს დაუპირისპირდა, რის გამოც უმალვე წითელი ბარათი მიიღო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

VIDEO: დანი ალვეში მსაჯს დაუპირისპირდა, რის გამოც უმალვე წითელი ბარათი მიიღო


VIDEO: დანი ალვეში მსაჯს დაუპირისპირდა, რის გამოც უმალვე წითელი ბარათი მიიღო

ლიგა 1-ის მატჩში "ლიონმა" "პარი სენ ჟერმენი" მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.

57-ე წუთზე მოედნიდან დანიელ ალვეში გააძევეს.

ბრაზილიელმა მცველმა მეტოქის ფეხბურთელი მოჩეხა და არბიტრი მის გაფრთხილებას აპირებდა, რითიც ალვეში უზომოდ უკმაყოფილო იყო და მასთან გაცოფებული მივარდა.

მსაჯმა "პარი სენ ჟერმენის" მცველის საქციელი გადაჭარბებულად ჩათვალა და ყვითელი ბარათის ნაცვლად პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.


ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები