10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში


10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

საბა კვერკველიას მისამართით საქართველოსა და რუსეთში არავინ იშურებს კომპლიმენტებს. ის მართლაც შესანიშნავ ფორმაშია და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, საბა აუცილებლად მიაღწევს დიდ წარმატებას. ის ჯერ ახალგაზრდაა და კარიერის საუკეთესო ეტაპი წინ აქვს. სანამ კვერკველია როგორც ფეხბურთელი დღითიდღე იზრდება, გავიხსენოთ ყველაზე წარმატებული ქართველი მცველები, შორეული და არც თუ ისე შორეული წარსულიდანაც.

10. კახაბერ ცხადაძე

10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

კლუბები: მეტალურგი რუსთავი, დინამო თბილისი, სიუნდსვალი, სპარტაკი, დინამო მოსკოვი, აინტრახტი, ალანია, მანჩესტერ სიტი, ანჟი
სტატისტიკა: 352 მატჩი, 10 გოლი
ტიტულები: რუსეთის ჩემპიონი, რუსეთის თასი

9. მალხაზ ასათიანი

10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

კლუბები: ტორპედო, ლოკომოტივი, დინამო კიევი
სტატისტიკა: 270 მატჩი, 28 გოლი
მიღწევები: რუსეთის ჩემპიონი, 2-ჯერ რუსეთის ჩემპიონატის მე-3 ადგილოსანი, რუსეთის თასის გამარჯვებული, 2-ჯერ რუსეთის სუპერთასის გამარჯვებული, თანამეგობრობათა თასის გამარჯვებული, 2-ჯერ რუსეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ნომიმანტი (მე-2 ადგილი, მე-3 ადგილი)

8. გურამ კაშია

10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

კლუბები: დინამო თბილისი, ვიტესი
სტატისტიკა: 442 მატჩი, 37 გოლი
ტიტულები: ჰოლანდიის თასი, საქართველოს ჩემპიონი, საქართველოს თასი, საქართველოს სუპერთასი

7. ზურაბ ხიზანიშვილი

10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

კლუბები: დინამო თბილისი, ნორჩი, ლოკომოტივი თბილისი, დანდი, რეინჯერსი, ბლექბერნი, ნიუკასლი, რედინგი, კაისერისპორი, ინტერი ბაქო
სტატისტიკა: 586 მატჩი, 10 გოლი
ტიტულები: შოტლანდიის ლიგის თასი, შოტლანდიის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი

6. თამაზ კოსტავა

10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

კლუბები: ტორპედო, დინამო თბილისი
სტატისტიკა: 269 მატჩი, 2 გოლი
ტიტულები: თასების თასი, სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს თასი

5. გივი ჩოხელი

10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

კლუბები: ნადიკვარი, თბილისის დინამო
შედეგი: 159 მატჩი, 4 გოლი; სსრკ-ს ნაკრებში: 19 მატჩი, 0 გოლი
მიღწევები: ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალისტი

4. თენგიზ სულაქველიძე

10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

კლუბები: ქუთაისის ტორპედო, თბილისის დინამო, ჰოლმსუნდი
შედეგი: 431 მატჩი, 24 გოლი; სსრკ-ს ნაკრებში: 49 მატჩი, 2 გოლი
მიღწევები: თასების თასი, სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს თასი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, ევროპის ჩემპიონატზე გოლის ავტორი

3. კახა კალაძე

10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

კლუბები: თბილისის დინამო, კიევის დინამო, მილანი, ჯენოა
შედეგი: 538 მატჩი, 27 გოლი; საქართველოს ნაკრებში: 83 მატჩი, 1 გოლი
მიღწევები: 2 ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი, 2 უეფას სუპერთასი, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონი, 3-ჯერ უკრაინის ჩემპიონი, 3 უკრაინის თასი, მილანის დიდების დარბაზის წევრი, ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი, 5-ჯერ საქართველოს ჩემპიონი, 4 საქართველოს თასი, 5-ჯერ საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელი

2. ალექსანდრე ჩივაძე

10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

კლუბები: თბილისის დინამო
შედეგი: 322 მატჩი, 44 გოლი; სსრკ-ს ნაკრებში: 46 მატჩი, 3 გოლი
მიღწევები: ოქროს ბურთის ნომინანტი (მე-8 ადგილი), თასების თასი, ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონი, სსრკ-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, 2 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის ავტორი, სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს თასი

1. მურთაზ ხურცილავა

10 საუკეთესო მცველი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

კლუბები: თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო
შედეგი: 340 მატჩი, 19 გოლი; სსრკ-ს ნაკრებში: 69 მატჩი, 6 გოლი
მიღწევები: 2-ჯერ ოქროს ბურთის ნომინანტი (მე-11 ადგილი, 24-ე ადგილი), ევროპის ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდის წევრი, უეფას ვერსიით 50-წლეულის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, მსოფლიო ჩემპიონატის მე-4 ადგილოსანი, ევროპის ჩემპიონატის მე-4 ადგილოსანი, სსრკ-ს ნაკრების კაპიტანი, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალისტი, ოლიმპიადის ბრინჯაოს მედალი, სსრკ-ს ჩემპიონი, სსრკ-ს თასის ფინალისტი, 4-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი, 6-ჯერ სსრკ-ს ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთა სიის წევრი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები