მხითარიანმა ერთმანეთს მოურინიო და ვენგერი შეადარა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მხითარიანმა ერთმანეთს მოურინიო და ვენგერი შეადარა


მხითარიანმა ერთმანეთს მოურინიო და ვენგერი შეადარა

"არსენალის" ნახევარმცველმა, გენრიხ მხითარიანმა "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცს, ჟოზე მოურინიოს შეადარა.

სომეხი ჰავბეკი "ემიუს" ღირსებას 2016 წლიდან 2018 წლამდე იცავდა, ლონდონურ კლუბში კი 22 იანვარს გადავიდა.

"ვენგერის ფილოსოფია კარგი ფეხბურთის თამაშია, მატჩის მოგება და სიამოვნების მიღება", - ციტირებს მხითარიანის სიტყვებს SFR Sport.

"მოურინიო ფეხბურთელებისგან ბევრს ითხოვდა, ძალიან რთული იყო. არსენ ვენგერი ბევრად მეგობრულია. ფეხბურთელების ესმის, მდგომარეობაში შესვლა შეუძლია. აი, რა არის განსხვავება".

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები