მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის


მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის

ლიონელ მესის სიმშვიდე უყვარს. ის ცხოვრობს ელიტარულ დასახლებაში სახელად "კასტელდეფელსია", რომელსაც კატალონიურ მაიამის ეძახიან. არგენტინელი მთელ თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ატარებს, ამის გარდა, ლეოს ძალიან უყვარს სანაპიროზე სეირნობა.

მისმა ძმამ მატიასმა სხვა ცხოვრების წესი აირჩია. ის როსარიოში დარჩა, ქალაქში, რომელიც სავსეა ემიგრანტებითა და კრიმინალური დაჯგუფებებით. როსარიოში კანონს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც არღვევენ, მაგალითად, ცოტა ხნის წინ, იქ დააკავეს პოლიციელი, რომელიც ნარკოტიკებით ვაჭრობდა. ეს ქალაქი იდეალურად ჯდება მატიასის ხასიათში, რადგან ის მეამბოხეა.

მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის

კუნძულ მადეირას ქალაქ ფუნშალში ცხოვრობს კრიშტიანუ რონალდუს ძმა, უგუ. სანამ პორტუგალიელი ვარსკვლავი ოქროს ბურთებს აგროვებდა, მისმა ძმამ გამოიარა ნარკომანია და ალკოჰოლიზმი.

მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის

მატიასისა და უგუს ცხოვრება ჰგავს ერთმანეთს. ორივე მათგანმა გამოიარა მძიმე ბავშვობა, მაგრამ ამის მიუხედავად, არგენტინელმაც და პორტუგალიელმაც უარი თქვეს ფუფუნებაში ცხოვრებაზე, რადგან მათთვის ყველაზე მთავარი მშობლიურ ადგილას დარჩენა იყო.

უგუ 10 წლის იყო, როდესაც დაიბადა კრიშტიანუ. იმ დროს ის სწავლობდა სკოლაში და ქუჩაში ბურთს აგორებდა, თუმცა 16 წლის ასაკში რონალდუ-უფროსი ცუდ წრეში მოხვდა. უგუმ მიატოვა სასწავლებელი და სამუშაოდ ჯერ ალუმინის ქარხანაში წავიდა, შემდეგ კი მშენებლობაზე. სამსახურის მერე პორტუგალიელი თანამშრომლებთან ერთად სვავდა და საეჭვო პირებს უმეგობრდებოდა.

24 წლის ასაკში უგუ მძიმე ნარკოტიკებზე შეჯდა. ოჯახს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ფული სამკურნალოდ, ამიტომ მშობლებმა კრედიტი აიღეს და ვალებში გადავარდნენ. ორი წლის შემდეგ, პორტუგალიელი კვლავ დაუბრუნდა მავნე ჩვევებს, თუმცა იმ დროს კრიშტიანუს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ყველა ხარჯი დაეფარა.

მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის

იმავე წელს მესის ოჯახი ბარსელონაში გადმოვიდა საცხოვრებლად. არგენტინაში სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი დაიწყო და დაინგრა ფინანსური სისტემა, შესაბამისად ევროპულ მეგაპოლისში გადაბარგება ნამდვილ მისწრებად ჩანდა.

სამწუხაროდ, მესის ოჯახის რამდენიმე წევრმა ვერ მოახერხა ბარსელონაში ადაპტირება. მის ძმებსა და უმცროს დას ძალიან ენატრებოდნენ როსარიოელი მეგობრები, რის გამოც ოჯახს დაყოფა მოუწია. ლიონელი და მამამისი ხორხე კატალონიაში დარჩნენ, დედა და დანარჩენი შვილები კი არგენტინაში დაბრუნდნენ.

მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის

ბავშვობაში მატიასიც ოცნებობდა საფეხბურთო კარიერაზე, თუმცა მან აიცრუა გული ამ საქმეზე, მას შემდეგ, რაც ის "ნიუელს ოლდ ბოისის" აკადემიიდან გარიცხეს. მესის ძმა ძალიან რთული მოზარდი იყო, რომელმაც ფეხბურთის შემდეგ ვერ მოახერხა ადგილის დამკვიდრება, თუმცა რაღაც პერიოდში მისი ცხოვრება თითქოს დალაგდა. ეს კი ლეოს დამსახურება იყო, რადგან "ბარსას" ვარსკვლავმა რამდენიმე ბიზნეს-საქმის შესრულება დაავალა ძმას.

მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის

2005 წელს რონალდუს ოჯახში ტრაგედია მოხდა - გარდაიცვალა მამა, დინიში. მიზეზად სახელდებოდა ღვიძლის დაავადება, რომელიც ალკოჰოლიზმით იყო გამოწვეული. დინიში მხიარული ადამიანი იყო, რომელიც გიჟდებოდა თავის უმცროს შვილზე კრიშტიანუზე. მამა მთელ თავისუფალ დროს სწორედ მას უთმობდა, ისე რომ საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას უგუს, არადა უფროს შვილსაც არანაკლები ყურადღება სჭირდებოდა.

საერთო ჯამში უგუს თბილად ახსენდება დინიში, მიუხედავად იმისა, რომ ის არასდროს ყოფილა შვილის გვერდით, მაშინ, როდესაც მას მამის მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებოდა. სასმელისადმი მიდრეკილებაც სწორედ მამისგან მოვიდა უგუმდე.

მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის

2008 წელს მატიასი მორიგ შარში გაეხვია. პოლიციამ ის იარაღით დააკავა, თუმცა მამამისის ხორხეს წყალობით ამ ისტორიას ფართო გამოხმაურება არ მოჰყოლია პრესაში. 2011 წელს მესის ძმის სახლს უცნობმა პირმა 6 ტყვია ესროლა, საბედნიეროდ არავინ დაზარალებულა. ერთ-ერთ მეზობელი კი წუწუნებდა: "50 წელია ამ უბანში ვცხოვრობ და შენს გადმოსვლამდე აქ მსგავსი არაფერი მომხდარა,"

2014 წელს უგუ შეეშვა ნარკოტიკებს, თუმცა კვლავ ალკოჰოლს მიეძალა. კრიშტიანუ კიდევ ერთხელ დაეხმარა ძმას. უგუმ და კრიშმა სანაძლეო დადეს - იმ შემთხვევაში თუ "რეალი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, რონალდუ-უფროსი მავნე ჩვევებს მოიშორებდა. ყველაფერი იდეალურად წარიმართა, "სამეფო კლუბმა" ნანატრი მე-10 თასი მოიპოვა, რონალდუმ კი ეს გამარჯვება ძმას მიუძღვნა, რომელიც იმ მომენტში სტადიონზე იმყოფებოდა.

მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის

რამდენიმე წლით მესისა და რონალდუს ოჯახებში სიმშვიდემ დაისადგურა, თუმცა ყველაფერი კვლავ მატიასმა არია. ის შენიშნეს როსარიოს ერთ-ერთ კრიმინალურ დაჯგუფებაში, რომელიც მკვლელობებითა და ნარკოტიკებით ვაჭრობით არის ცნობილი. ცოტა ხნის შემდეგ, პოლიციამ კვლავ დააკავა მესის ძმა უკანონო იარაღის ხმარების მუხლით, მოგვიანებით კი მის ნავში კიდევ ერთხელ იპოვეს პისტოლეტი, ამჯერად უკვე სისხლიანი. ახლა მატიასს 3,5-დან-8 წლამდე ემუქრება პატიმრობა.

მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის

არც უგუ და არც მატიასი არ საუბრობენ საჯაროდ თავის ცხოვრებაზე. ერთხელ მესის ძმამ თქვა: "არ მიყვარს სურათების გადაღება, რადგან ეს სახიფათოა. შესაძლებელია, რომ მომიტაცონ,"

უგუს შედარებით უფრო მშვიდი ცხოვრება აქვს. ის მადეირაშია დაბინავებული და კრიშტიანუს მუზეომს განაგებს, თუმცა ჟურნალისტებთან საუბარი არც მას უყვარს. კრიშტიანუს ძმის შესახებ ორ-აზროვანი საუბრები მიდის. მაგალითად, მისი ერთ-ერთი მეგობარი ანტონიო იხსენებს:

"უგუ ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა თავის სახელოვან ძმას," რონალდუს ოჯახის სხვა ახლობელი კი ამბობს:

"უგუ მხოლოდ და მხოლოდ ქუჩის მოთამაშე იყო, ეს კი არაფერ კავშირში არ არის პროფესიონალურ ფეხბურთთან. სანამ ის ერთობოდა, სვავდა და საეჭვო საქმეების კეთებით იყო დაკავებული, კრიშტიანუ ნამდვილ საფეხბურთო აკადემიებში დღე და ღამე ვარჯიშობდა იმისთვის, რომ ოჯახი გაჭირვებისგან ეხსნა. ვერ ვხედავ პარალელს უგუსა და კრიშტიანუს შორის,"

მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის

მესის მამის, ხორხეს თქმით, მატიასის არასწორი ცხოვრება სწორედ მისი ბრალია. ოჯახის უფროსი გამოტყდა, რომ არა ის დაშორება 2001 წელს, ძმების გზა სულ სხვანაირად წარიმართებოდა. ანალოგიური სიტუაციაა რონალდუს ოჯახშიც. უგუსა და კრიშტიანუს დედა იხსენებს, რომ დინიში ხშირად ტიროდა იმის გამო, რომ მან ვერ მოახერხა შვილისთვის სწორი ცხოვრების წესის ჩვენება.

მესის ძმა კრიმინალია, რონალდუსი კი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულებას ებრძვის

ყველაფრის მიუხედავად, ლეოსა და კრიშტიანუსაც ძალიან უყვართ თავისი ძმები. მატიასი და უგუ "ბარსასა" და "რეალის" ლიდერების ყველაზე ახლობელი ადამიანები არიან ცხოვრებაში, რომლებსაც მუდამ უხარიათ სახელოვანი ძმების წარმატებები. რასაკვირველია, მესიც და რონალდუც მუდამ იბრძოლებენ იმისთვის, რომ ოჯახში ყველამ ბედნიერად იცხოვროს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE


ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები