მანჩესტერ სიტიმ შახტარის ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

მანჩესტერ სიტიმ შახტარის ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა


მანჩესტერ სიტიმ შახტარის ბრაზილიელი ნახევარმცველის ტრანსფერი შეათანხმა

"შახტარის" ნახევარმცველი, ფრედი კარიერას "მანჩესტერ სიტიში" გააგრძელებს, იუწყება Mirror.

ბრიტანული გამოცემის თანახმად, კლუბები 24 წლის ჰავბეკის მომავალ სატრანსფერო ბაზარზე 50 მილიონ ფუნტიან ტრანსფერზე შეთანხმდნენ.

გარდა ამისა, იწერება, რომ ფეხბურთელით "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდებოდა, მაგრამ ბრაზილიელმა "ქალაქელები" პეპ გვარდიოლასთან მუშაობის სურვილის გამო აირჩია.

ამ სეზონში ფრედმა უკრაინის ჩემპიონატში 16 შეხვედრა ჩაატარა, ორი გოლი შეაგდო და ორი საგოლე პასიც გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები