პოჩეტინოს კომენტარი იუვენტუსთან მატჩის წინ » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

პოჩეტინოს კომენტარი იუვენტუსთან მატჩის წინ


პოჩეტინოს კომენტარი იუვენტუსთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩის წინ, სადაც ერთმანეთს "იუვენტუსი" და "ტოტენჰემი" შეხვდებიან, კომენტარი ინგლისური კლუბის თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ გააკეთა.

"იუვენტუსი დიდებული გუნდია და მათ დონეზე რომ ავიდეთ, დრო გვჭირდება. ტურინელებს დიდი ისტორია აქვთ.

მათ ფაქტობრივად ყველაფერი აქვთ მოგებული, ბოლო წლებში კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ არიან გასულები.

თავის მხრივ, ტოტენჰემს ახალგაზრდული და პერსპექტიული შემადგენლობა ჰყავს. ჩვენი ოცნებაა, რომ იუვეს დონეს მივაღწიოთ, ვნახოთ რა გამოვა ამ შეხვედრაში.

რაც შეეხება დიბალას, ის ძალიან კარგი მოთამაშეა და იუვენტისთვის დიდი დანაკლისი იქნება", - აცხადებს პოჩეტინო.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები